The last kiss

9 May


Capture-20130320-214743_large
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია, არ უტირია, მაგრამ მისი ჩაწითლებული თვალები უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე მათი, ვინც ხმამაღლა მოსთქვამდა. ვუყურებდი და მის მაგივრად მე ვტიროდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ის კი იდგა, თვალებს აცეცებდა, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებსო.
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია.
რა თქმა უნდა, ყველას დააკლდება, მაგრამ ამ დანაკლისს იგი ყველაზე მეტად იგრძნობს, მას ხომ ასე ძლიერ უყვარდა.
ხალხში ნელ-ნელა მიაბიჯებდა შავებში გამოწყობილი თეთრთმიანი მოხუცი, თან ოდნავ კოჭლობდა, მიკვირს, ამასაც რომ ახერხებდა, მან ხომ სიყვარული დაკარგა, როგორ შეეძლო ასეთი ძლიერი ყოფილიყო, როგორ შეეძლო ცრემლები შეეკავებინა.
საღამოს სახლში მივა და შინ აღარ დახვდება ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მასთან იყო, ქალი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა, ქალი, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა.
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. არ უტირია არც მაშინ, როცა უკვე მიწა მიაყარეს მის სიყვარულს, მისი შვილის დედას, შვილიშვილების ბებიას. მოშორებით იდგა და უყურებდა მშვიდი სახით, მაგრამ ამ სიმშვიდეში ტანჯვა და დიდი ტკივილი იმალებოდა. მე ამას ვხედავდი, სხვების მოთქმა ყალბი მეჩვენებოდა, მხოლოდ მისი სიმშვიდე იყო ნამდვილი. ვხედავდი და მის მაგივრად მე მეტირებოდა, მინდოდა ჩავხუტებოდი, ოდნავ მაინც მენუგეშებინა, მაგრამ მე რას ვუშველიდი, მან ხომ ცოლი დაკარგა. მორჩა, იგი ვეღარასდროს ნახავს მის სახეს, ვეღარასდროს გაიგებს მის სიცილს, ლაპარაკს , ვერ ჩახედავს ლამაზ ცისფერ თვალებში, ვერ შეეხება.
მას არ უტირია, მე კი ახლაც ვტირი, კლავიშებს ცრემლებით ვასველებ.
შორიდან ვუყურებდი საფლავის ირგვლივ შეკრებილ ხალხს და მის პოვნას ვცდილობდი, ის კი მოშორებით იდგა, უყურებდა, როგორ აყრიდნენ მიწას მის ერთადერთ სიყვარულს. აღარავინ აღარ ტიროდა, მხოლოდ მე მეცრემლებოდა თვალები მისი სიმტკიცის დანახვისას.
ვეღარ შეახებს ტუჩებს მის ცივ ლოყას, ვეღარ მოკიდებს ხელს ხელზე.
ალბათ აქ ხშირად ივლის. მოვა მარტო, ჩამოჯდება საფლავთან, შეხედავს სურათზე გამოსახულ ნაცნობ და საყვარელ მომღიმარ სახეს. იქნებ მარტო დარჩენილმა ერთხელ მაინც იტიროს, იქნებ ერთხელ მაინც დაღვაროს ცრემლი ცოლის საფლავზე.
ამაღამ დათვრება. ტკივილს ჭიქის ფსკერზე ჩაახრჩობს, რეალობისგან გაქცევას ეცდება. მე კი ალბათ ვერასდროს დავივიწყებ იმ ბოლო კოცნას, რომლითაც იგი მის სიყვარულს გამოემშვიდობა.
თვალებიდან არასოდეს ამომივა, როგორ მოკრძალებულად დაიხარა და ცივ შუბლზე ნაზად აკოცა.
Large

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

%d bloggers like this: