Archive | FaSHioN RSS feed for this section

Studs – my all time, absolute obsession… : )) <3

1 Nov

P.S.
მინდა კიდევ ერთხელ მოვიხადო ბოდიში გაუჩინარებისთვის… ვერც კი წარმოიდგენთ როგორ მომენატრა ჩემი პაწია ბლოგი… სამწუხაროდ ჩემი გრაფიკი იმდენათ დატვირთულია, რომ წერისა და განტვირთვისთვის ნამდვილად არ მრჩება დრო… არც დღეს არ ვაპირებდი wordpress-ზე შემოსვლას, მაგრამ “გულმა ვერ გამიძლო”… იმედი მაქვს მალე გამოვნახავ დროს ნორმალური პოსტის დასაწერად…
სიყვარულით
მარიამი

Advertisements

FaSHioN – InsPiRinG… : ))

11 Jan


მზადება…. : ))

30 Dec


მოგესალმებით. : ))
პირველ რიგში მინდა ყველას მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი…ჯანმრთელობას, ბედნიერებას, სიხარულსა და ოცნებების ასრულებას გისურვებთ…. : ))
გადავწყვიტე ამ წლის ბოლო პოსტში ჩემს მკითხველთან ერთად ახალი წლის ღამისათვის მოვემზადო… : ))


მინდა შეგახსენოთ, რომ ეს ის ღამეა, როცა შენ გაქვს სრული თავისუფლება, როცა შეგიძლია იყო განსხვავებული, როცა შეგიძლია ჩაატარო უამრავი ექსპერიმენტი და შედეგის არ შეგეშინდეს, რადგან ეს შენი ღამეა…. : )) შეიძლება ეს სიტყვები ბანალურად ჟღერდეს, მაგრამ ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მთავარი მისი ჟღერადობა კი არა, მისი შინაარსია…. : )) მოდით სულ ერთი ღამით მაინც ვიყოთ განსხვავებულები, გავარღვიოთ ის ჩარჩოები, რომლითაც ჩვენი ყოველდღიური ჩაცმულობა შემოიფარგლება, გადავდგათ შედარებით გაბედული ნაბიჯები და რაც მთავარია, ნუ შეგვეშინდება კრიტიკის, ეს ღამე გართობისა და სიამოვნებისთვისაა და  და არა სხვისი კრიტიკისთვის… : ))

ალბათ უკვე დაგეგმეთ, როგორ შეხვდებით ახალ წელს. ზოგი მეგობრებთან ერთად იქნებით, ზოგიც ოჯახთან…. სადაც არ უნდა იყოთ და ვისთან ერთადაც არ უნდა ატარებდეთ დროს, მთავარია ლამაზად გამოიყურებოდეთ.   ჩაიცვით კაბა, რომელიც ხაზს გაუსვამს თქვენს ელეგანტურობას, შეუხამეთ აქსესუარები, მაკიაჟსა და ვარცხნილობაზეც ნუ იტყვით უარს, უფრო მეტი მომხიბვლელობისთვის ჩაიცვით მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. (ეს არგვეხება მე და იმათ, ვინც ვერ ვიცვამთ ქუსლიან ფეხსაცმელს). მოდით აღარ გავაგრძელებ ყბედობას და სურათების მეშვეობით ვეცდები დაგანახოთ ის, რის თქმასაც ვცდილობ… : ))

ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ…. : ))

Shoe-A-Holic… : ))

9 Nov


როგორც წესი, მადნილოსნები კაცებისაგან განსხვავებით, სხვების თვალიერებას ქვემოდან იწყებენ, ანუ მათი ყურადღების ცენტრში პირველ რიგში ფეხები, უფრო სწორად, ფეხსაცმელი ხვდება და შემდეგ დანარჩენი ყველაფერი. ალბათ ამიტომაც ვანიჭებთ მდედრობითი სქესის წარმომადგენლები ფეხსაცმელს ასე დიდ მნიშვნელობას… საერთოდ, ამბობენ, ქალს ტანსაცმელზე მეტი ფეხსაცმელი უნდა ჰქონდესო… (ეჰჰ…(დამწუხრებულისმაილი)) ….. ვფიქრობ არ მოიძებნება ქალი, რომელსაც არ უყვარს ფეხსაცმელი…..

წარმოიდგინეთ, სულ ცოტა ხნის წინ მოაბიჯებდით ქუჩაში, არც თუ ისე კარგ ხასიათხე იყავით, უეცრად თვალი მოგჭრათ რაღაცამ, ვერ შძელით მისი იგნორირება და გვერდის ავლა, დაინახეთ ფეხსაცმელი, რომელიც აუცილებლად თქვენი უნდა გამხდარიყო და რომლის გარეშეც ბედნიერი ვერასდროს გახდებოდით. უეცრად ხვდებით, რომ ეს ის მომენტია – არ აქვს მნიშვნელობა არც მის ფასს, არც ხარისხს, არც იმას, რომ შიძლება მერე ინანოთ, უბრალოდ გინდათ, უბრალოდ მის გარეშე არ შეგიძლიათ. ცდუნებას ვერ გაუძელით, შეხვედით მაღაზიაში, დაუფიქრებლად იყიდეთ იგი და ახლა სახლში ხართ, ბედნიერი და აღფრთოვანებული, ხელში ახალი ფეხსაცმლის ყუთი გიჭირავთ და იცით, რომ ეს არის ის, რაც ნამდვილად ერთი ნახვით შეგიყვარდათ …. ხსნით ყუთს, იღებთ თქვენს მშვენიერ ფეხსაცმელს, კარგად ირგებთ, სარკეშიც დიდხანს იპრანჭებით და თავს უბედნიერეს ქალად გრძნობთ…. მშვენიერია არა? ვფიქრობ ეს ის გრძნობაა, რომელიც ყველა ქალმა უნდა განიცადოს, სულ მცირე ერთხელ მაინც…. დამიჯერეთ, ერთ წყვილ ფეხსაცმელს შეუძლია უბედნიერესად გაქციოთ. ეს ის აქსესუარია, რომელიც ყველასთვის აუცილებელია, და რომელსაც შეუძლია სასწაულებრივად იმოქმედოს სრულიად უბრალო სამოსზეც კი…ეს ის აქსესუარია, რომელიც ბედნიერებასა და თავდაჯერებულობას გმატებს და სხვა თუ არაფერი, ეს ის აქსესუარია, რომელმაც შეცვალა კონკიას ცხოვრება….. და მე მჯერა, რომ ოდესმე იგი ჩემს ცხოვრებასაც შეცვლის…. : ))

InsPiriNG – Oldness : ))

27 Sep