Archive | Uncategorized RSS feed for this section

so much left to say

21 Jun


Illustration etc / sweet is black by Floyd Grey, via Behance (This is stunning!!!)
– ვაიმე მარი!
– რა?
დუმს…
– სანამ მთვრალი ვარ მითხარი, თორემ მერე შანსი აღარ გექნება – დავარღვიე ბნელი ღამის სიჩუმე.
ისევ დუმს…
– მაპატიებ? – უფრო მივეკარი მკერდზე.
– ყველაფერს – ნელა მაკოცა.
– მეც გპატიობ – ვუთხარი და თვალები დავხუჭე.
დუმს…
არც მე ვარღვევ სიჩუმეს.
✿ ℓaura ✿
GQ's Sexiest Couples: Photos: GQ
Tumblr

21 May

Tumblr_mi1yoqwamb1r430t8o1_500_large
– უშენოდ რა ვქნა?
– უჩემოდ არ იქნები!
– მიყვარხარ
– მეც, უზომოდ.
Large

The last kiss

9 May


Capture-20130320-214743_large
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია, არ უტირია, მაგრამ მისი ჩაწითლებული თვალები უფრო მეტს ამბობდა, ვიდრე მათი, ვინც ხმამაღლა მოსთქვამდა. ვუყურებდი და მის მაგივრად მე ვტიროდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ის კი იდგა, თვალებს აცეცებდა, თითქოს რაღაცას ან ვიღაცას ეძებსო.
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია.
რა თქმა უნდა, ყველას დააკლდება, მაგრამ ამ დანაკლისს იგი ყველაზე მეტად იგრძნობს, მას ხომ ასე ძლიერ უყვარდა.
ხალხში ნელ-ნელა მიაბიჯებდა შავებში გამოწყობილი თეთრთმიანი მოხუცი, თან ოდნავ კოჭლობდა, მიკვირს, ამასაც რომ ახერხებდა, მან ხომ სიყვარული დაკარგა, როგორ შეეძლო ასეთი ძლიერი ყოფილიყო, როგორ შეეძლო ცრემლები შეეკავებინა.
საღამოს სახლში მივა და შინ აღარ დახვდება ქალი, რომელიც მთელი ცხოვრება მასთან იყო, ქალი, რომელსაც ბავშვობიდან იცნობდა, ქალი, რომელიც ასე ძლიერ უყვარდა.
მოკრძალებულად დაიხარა და ტუჩები მის ცივ შუბლს შეახო. ერთი ცრემლიც არ გადმოვარდნია. არ უტირია არც მაშინ, როცა უკვე მიწა მიაყარეს მის სიყვარულს, მისი შვილის დედას, შვილიშვილების ბებიას. მოშორებით იდგა და უყურებდა მშვიდი სახით, მაგრამ ამ სიმშვიდეში ტანჯვა და დიდი ტკივილი იმალებოდა. მე ამას ვხედავდი, სხვების მოთქმა ყალბი მეჩვენებოდა, მხოლოდ მისი სიმშვიდე იყო ნამდვილი. ვხედავდი და მის მაგივრად მე მეტირებოდა, მინდოდა ჩავხუტებოდი, ოდნავ მაინც მენუგეშებინა, მაგრამ მე რას ვუშველიდი, მან ხომ ცოლი დაკარგა. მორჩა, იგი ვეღარასდროს ნახავს მის სახეს, ვეღარასდროს გაიგებს მის სიცილს, ლაპარაკს , ვერ ჩახედავს ლამაზ ცისფერ თვალებში, ვერ შეეხება.
მას არ უტირია, მე კი ახლაც ვტირი, კლავიშებს ცრემლებით ვასველებ.
შორიდან ვუყურებდი საფლავის ირგვლივ შეკრებილ ხალხს და მის პოვნას ვცდილობდი, ის კი მოშორებით იდგა, უყურებდა, როგორ აყრიდნენ მიწას მის ერთადერთ სიყვარულს. აღარავინ აღარ ტიროდა, მხოლოდ მე მეცრემლებოდა თვალები მისი სიმტკიცის დანახვისას.
ვეღარ შეახებს ტუჩებს მის ცივ ლოყას, ვეღარ მოკიდებს ხელს ხელზე.
ალბათ აქ ხშირად ივლის. მოვა მარტო, ჩამოჯდება საფლავთან, შეხედავს სურათზე გამოსახულ ნაცნობ და საყვარელ მომღიმარ სახეს. იქნებ მარტო დარჩენილმა ერთხელ მაინც იტიროს, იქნებ ერთხელ მაინც დაღვაროს ცრემლი ცოლის საფლავზე.
ამაღამ დათვრება. ტკივილს ჭიქის ფსკერზე ჩაახრჩობს, რეალობისგან გაქცევას ეცდება. მე კი ალბათ ვერასდროს დავივიწყებ იმ ბოლო კოცნას, რომლითაც იგი მის სიყვარულს გამოემშვიდობა.
თვალებიდან არასოდეს ამომივა, როგორ მოკრძალებულად დაიხარა და ცივ შუბლზე ნაზად აკოცა.
Large

გაზაფხულის წყნარი წვიმა

16 Apr

(ორივე ერთდროულად ჩართეთ)


თავი ხის ლამაზ სახლში წარმოვიდგინე, სადღაც მთაში, ირგვლივ რომ სულ ხეები აკრავს, გვიანი გაზაფხულის ამწვვანებული ხეები.
სრული სიმწვანეა, სიმწვანე და მეც აივანზე მოხერხებულ სავარძელში ვზივარ.
სიმშვიდეა…
მხოლოდ წვიმა, მხოლოდ წვეთები და სისველე…
მეც სიმშვიდეს ვგრძნობ…
მსიამოვნებს…
როგორ უხდება ბუნებას ხასხასა მწვანე ფერი, ამ ფერს კი წვიმა, წვიმას კი სიწყნარე და პატარა, მყუდრო, ხის, აივნიანი სახლი…
Tumblr_mkv2rt9y1m1sns6omo1_400_large

What could happen?

9 Apr

Tumblr_mkpk2frht11qz9qooo1_500_large
შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო, ჰოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა, იქნებ ერთ ღიმილს, უფრო სწორად კი, ერთ პაწია ტუჩის კუთხის აწევას, სასიამოვნო გაცნობა მოჰყოლოდა?!
მაგრამ ასე არ მოხდა, სულელს, ესეც კი დამეზარა და ალბათ იმანაც ამიტომ არ იღონა არაფერი.
შევამჩნიე როგორ მიყურებდა შავებში გამოწყობილი, საკმაოდ სიმპათიური, ქერა უცხოელი და მაშინვე თვალი ავარიდე. არადა, იქნებ დაინტერესებულიყო კიდეც ჩემით?!
მერე ავტობუსში ჩავჯექი და ფიქრებში წავედი. ვნანობდი… წარმოვიდგინე, როგორ გავუღიმებდი, ისიც როგორ გამიღიმებდა, ოდნავ გამცდებოდა, ცოტა ხანში მობრუნდებოდა, მკითხავდა ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად, მეც ღიმილით ვუპასუხებდი – შესაძლოა-მეთქი, მასაც გაეღიმებოდა, მეტყოდა ქალაქს ვათვალიერებთ, ხომ არ წამოხვიდოდიო, მეც ვუპასუხებდი, რომ დიდი სიამოვნებით და გავყვებოდი, მერე ის მის თანმხლებ პიროვნებებს გამაცნობდა (რამდენადაც მივხვდი, ძმა, დედა და მამა), გზად კითხვებს დამისვამდა, მეც დავუსვამდი, სურათებს გადაიღებდა, ვიცინებდით, ცოტას გავერთობოდით, რაიმეს მომიყვებოდა, მერე მე ვეტყოდი, რომ სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა და ახლა ჩემი წასვლის დრო იყო, ის მკითხავდა, როდის შეგვეძლო ხელმეორედ შეხვედრა და მეც კეკლუცად ვუპასუხებდი, ისე, რომ ზუსტად არ სცოდნოდა, მივიდოდი თუ არა, რათა უფრო რომანტიკული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მივიდოდი.

მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და როგორ გავანადგურე ყველაფერი ასე უაზროდ. რას ვკარგავდი? ერთ საწყალ ღიმილს? არა, არაფერსაც არ ვკარგავდი, ალბათ, უფრო შემეშინდა იმის, თუ რა მოჰყვებოდა ამას. შესაძლო ვარიანტები კი ასეთი იყო: 1) ან ისიც გამიღიმებდა და სწორედ ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც წარმომედგინა, ან 2) არაფერიც არ მოხდებოდა, ის თავის გზას განაგრძობდა, მე კი ჩემსას…
ნეტავ გამეღიმა…
Tumblr_m0o9scq4fw1qjczdso1_1280_large