Archive | YuMy… : )) RSS feed for this section

კექსი… : ))

19 Nov


რამდენი ხანია გემრიელი არაფერი დამიწერია…. : )) მიუხედავად დროის სიმცირისა, ვამჩენევ, რომ ამ კვირაში სამზარეულოს დავუახლოვდი… მიკვირს ამას როგორ ვახერხებ, მაგრამ ალბათ ეს ჩემი ტკბილოულთან დამოკიდებულების გამო უფრო ხდება, ვიდრე შიმშილის…. : )) დღეს გადავწყვიტე ჩემს პაწია ბლოგში კექსი გამოვაცხო. : )) მოსამზადებლად საკმაოდ ადვილია და თანაც დიდი დროც არ სჭირდება…. : )) გაიკეთეთ წინსაფრები და დაიწყეთ ჩემთან ერთად… : ))

მომზადებისთვის საჭიროა:-

  • 4 კვერცხი;
  • 200გ კარაქი;
  • 4ს/კ კაკაო;
  • 1.5 ჭიქა შაქრის ფხვნილი;
  • ნახევარი წიქა რძე;
  • 2 ჭიქა ფქვილი;
  • 0,5ჩ/კ სოდა;
  • ვანილი.

მომზადების წესი:-

შაქარი, კაკაო და ვანილი აურიეთ ერთად. დაუმატეთ რძე, გამდნარი კარაქი, კვერცხი, გაცრილი ფქვილი სოდით და ეს ყველაფერი კარგად ათქვიფეთ. შემდეგ ჩაასხით ცხიმწასმულ ფორმაში და გამოაცხეთ 180°-ზე 1 საათით. გირჩევთ გამოცხობის შემდეგ ეგრევე ნუ დაჭრით, დაელოდეთ ცოტა ხანი “გაგრილებას”… ასევე, თუ გსურთ, რომ თქვენი კექსი უფრო მსუყე იყოს, შეგიძლიათ მოასხათ გამდნარი შოკოლადი, შეალამაზოთ კრემით, ან წაუსვათ ნუტელა (პირადად მე ნუტელასთან ერთად უფრო მომწონს), ეს თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
წარმატებებს გისურვებთ…. : ))

Advertisements

DeLiciOus…

15 Jul

ჩემსავით ტკბილეულის მოყვარული ბრძანდებით და ზაფხულში სიცხის მიუხედავად შეგიძლიათ უზომოდ მიირთვათ უგემრიელესი ტკბილეული? მაშინ გირჩევთ ნუ მოერიდებით კალორიების მომატებას, ცდუნებას აყევით და დააგემოვნეთ შოკმანჟე. : )) რამდენიმე დღის წინ დაქალებთან ერთად პირველად გავაკეთე და დავაგემოვნე. პირადად მე ნასიამოვნები დავრჩი. (პრინციპში ჩემნაირი ტკბილეულის გიჟისთვის ყველა/თითქმის ყველა სახის ტკბილეული სასიამოვნოა) : )) გირჩევთ თქვენც ნუ მოიკლებთ მსგავს სიამოვნებას, ნუ დაგეზარებათ მომზადება და ნუ იტყვით უარს უგემრიელეს შოკმანჟეზე… : )) მითუმეტეს, რომ მისი მომზადება უადვილესია… : )) მმმ….

მომზადებისთვის დაგჭირდებათ:-

  • 100 გ შავი შოკოლადი;
  • 4 კვერცხი;
  • 200 გ ნიგოზი;
  • 150 გ კარაქი;
  • 1 ჭიქა შაქრის პუდრა
  • ვანილი

ომზადების წესი:-

  1. ჯამში ერთად გაადნეთ კარაქი და შოკოლადი, შემდეგ კი გააცივეთ;
  2. კვერცხის ცილა კარგად გათქვიფეთ გათეთრებამდე;
  3. დაუმატეთ შაქარი ვანილი და კვერცხის გულები, შემდეგ კი ისევ კარგად გათქვიფეთ;
  4. მიღებულ მასას დაუმატეთ შოკოლადისა და კარაქის ნარევი; (თქვიფეთ იქამდე, სანამ იგი ყავისფერი და ერთგვარივანი არ გახსება)
  5. დაჭერით ნიგოზი წვრილად,მოხალეთ და შეურიეთ მასას;(ნიგოზის ნაცვლად ასევე შეგიძლიათ თხილი გამოიყენოთ)
  6. შემდეგ გაანაწილეთ მასა ჭიქებში და შედგით მაცივარში. 

იმედია მოგეწონებათ და ისიამოვნებთ …. : ))

ხილის ყინული…. : ))

9 Jun

 ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილება ყველას სჭირდება. მითუმეტეს, რა ჯობია როდესაც ეს სიამოვნებას განიჭებს?! მინდა შემოგთავაზოთ ხილის ყინული, რომელიც ერთდროულად გაგაგრილებთ, გასიამოვნებთ და პლიუს ამას მისი მომზადება მარტივად ხერხდება… : ))

მომზადებისთვის საჭიროა :-

  1.  რამოდენიმე სახეობის თქვენი საყვარელი ხილი.
  2. წყალი.

მომზადების წესი :-

  • დაჭერით თქვენს მიერ შერჩეული ხილი პატარა ნაჭრებად.
  • ჩაყარეთ ისინი სპეციალურ ნაყინის ფორმებში, ისე, რომ თითქმის სავსე იყოს. ყურადგება მიაქციეთ, თავისუბალი ადგილები არ დარჩეს (ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ თუ გსურთ ისეთი ხილის ყინულის მიღება როგორიც პრიველ სურათზეა, გირჩევთ ამ პუნქტის გათვალისწინებას)
  • ფორმაში ჩაასხით წყალი, დარწმუნდით რომ იგი ბოლომდე ჩავიდა.
  • ჩაარჭეთ სპეციალური ჩხირი.
  •  შედგით საყინულეში და დაელოდეთ, იგი უნდა გაიყინოს სრულად.

ბოლოს კი შეგიძლიათ ისიამოვნოთ : )) იმედი მაქვს მოგეწონებათ : ))… : ))

P.S. ყველანაირად ვეცადე თქვენთვის გასაგებ ენაზე ამეხსნა. 😀 იმედი მაქვს ყველაფერს გაარკვევთ…. : )) წარმატებებს გისურვებთ… : ))