გაზაფხულის წყნარი წვიმა

16 Apr

(ორივე ერთდროულად ჩართეთ)


თავი ხის ლამაზ სახლში წარმოვიდგინე, სადღაც მთაში, ირგვლივ რომ სულ ხეები აკრავს, გვიანი გაზაფხულის ამწვვანებული ხეები.
სრული სიმწვანეა, სიმწვანე და მეც აივანზე მოხერხებულ სავარძელში ვზივარ.
სიმშვიდეა…
მხოლოდ წვიმა, მხოლოდ წვეთები და სისველე…
მეც სიმშვიდეს ვგრძნობ…
მსიამოვნებს…
როგორ უხდება ბუნებას ხასხასა მწვანე ფერი, ამ ფერს კი წვიმა, წვიმას კი სიწყნარე და პატარა, მყუდრო, ხის, აივნიანი სახლი…
Tumblr_mkv2rt9y1m1sns6omo1_400_large

Advertisements

What could happen?

9 Apr

Tumblr_mkpk2frht11qz9qooo1_500_large
შესაძლოა არც არაფერი მომხდარიყო, მაგრამ ხომ გაგიგონიათ, ცდა ბედის მონახევრეაო, ჰოდა, ვინ იცის, რა მოხდებოდა, იქნებ ერთ ღიმილს, უფრო სწორად კი, ერთ პაწია ტუჩის კუთხის აწევას, სასიამოვნო გაცნობა მოჰყოლოდა?!
მაგრამ ასე არ მოხდა, სულელს, ესეც კი დამეზარა და ალბათ იმანაც ამიტომ არ იღონა არაფერი.
შევამჩნიე როგორ მიყურებდა შავებში გამოწყობილი, საკმაოდ სიმპათიური, ქერა უცხოელი და მაშინვე თვალი ავარიდე. არადა, იქნებ დაინტერესებულიყო კიდეც ჩემით?!
მერე ავტობუსში ჩავჯექი და ფიქრებში წავედი. ვნანობდი… წარმოვიდგინე, როგორ გავუღიმებდი, ისიც როგორ გამიღიმებდა, ოდნავ გამცდებოდა, ცოტა ხანში მობრუნდებოდა, მკითხავდა ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად, მეც ღიმილით ვუპასუხებდი – შესაძლოა-მეთქი, მასაც გაეღიმებოდა, მეტყოდა ქალაქს ვათვალიერებთ, ხომ არ წამოხვიდოდიო, მეც ვუპასუხებდი, რომ დიდი სიამოვნებით და გავყვებოდი, მერე ის მის თანმხლებ პიროვნებებს გამაცნობდა (რამდენადაც მივხვდი, ძმა, დედა და მამა), გზად კითხვებს დამისვამდა, მეც დავუსვამდი, სურათებს გადაიღებდა, ვიცინებდით, ცოტას გავერთობოდით, რაიმეს მომიყვებოდა, მერე მე ვეტყოდი, რომ სასიამოვნო იყო მასთან შეხვედრა და ახლა ჩემი წასვლის დრო იყო, ის მკითხავდა, როდის შეგვეძლო ხელმეორედ შეხვედრა და მეც კეკლუცად ვუპასუხებდი, ისე, რომ ზუსტად არ სცოდნოდა, მივიდოდი თუ არა, რათა უფრო რომანტიკული ყოფილიყო. რა თქმა უნდა, მივიდოდი.

მთელი გზა იმას ვფიქრობდი, თუ რა შეიძლება მომხდარიყო და როგორ გავანადგურე ყველაფერი ასე უაზროდ. რას ვკარგავდი? ერთ საწყალ ღიმილს? არა, არაფერსაც არ ვკარგავდი, ალბათ, უფრო შემეშინდა იმის, თუ რა მოჰყვებოდა ამას. შესაძლო ვარიანტები კი ასეთი იყო: 1) ან ისიც გამიღიმებდა და სწორედ ისე განვითარდებოდა მოვლენები, როგორც წარმომედგინა, ან 2) არაფერიც არ მოხდებოდა, ის თავის გზას განაგრძობდა, მე კი ჩემსას…
ნეტავ გამეღიმა…
Tumblr_m0o9scq4fw1qjczdso1_1280_large

მომბეზრდა

7 Apr


Tumblr_mkhexvd1zk1rf9n2eo1_500_large
ვეღარ ვწერ…
არც გონება მემორჩილება და ვეღარც თითებს ვაძალებ კლავიშების წკაპუნს… ჩემს ცხოვრებაში კი ყველაფერი ისევ ისე, აუჩქარებლად მიედინება, სიახლეების გარეშე.
სიმართლე თუ გინდათ იცოდეთ, გადავიღალე… დამღალა ამ უაზრო სიარულმა აქეთ-იქით, ერთი სული მაქვს როდის მოვიშორებ თავიდან ამ იდიოტურ განრიგს, რომლის შესრულებაც ყოველდღე მიწევს.
დამღალა ეჭვიანობამაც, სიზარმაცემაც, ტყუილმაც, დაკარგვამაც, უფულობამაც, უწიგნობამაც, პრობლემებმაც, მარტოობამაც, უნდობლობამაც, გაურკვევლობამაც, ჭორებმაც…. დავიღალე, გესმით? და-ვი-ღა-ლე!… ავირიე… ცოტა განტვირთვა მჭირდება, დასვენება, წიგნის კითხვა, გართობა, ჩახუტება, მოფერება, თავისუფლად ამოსუნთქვა.
მეზიზღება ეს ადგილი, ვერ ვიტან, როგორც კი ვუახლოვდები აქაურობას, სული მეხუთება, ვგრძნობ, როგორ ვიბოჭები, ვიძაბები, მერთმევა თავისუფლების გრძნობა. იმ საღამოს კი შეიძლება ითქვას, დამავიწყდა. ერთი კი ვიფიქრე, მეზიზღება აქაურობა-მეთქი, მაგრამ ისე კარგად ვგრძნობდი თავს, რომ ვერ გავაცნობიერე როგორ შემოვიჭერი ამ იდიოტურ ადგილას და გონს მხოლოდ მაშინ მოვეგე, როდესაც ხალხის “დახამებული” თვალები დავინახე. არადა რა კარგად ვგრძნობდი თავს მის მკლავებშემოხვეული, როგორ მსიამოვნებდა, არ მინდოდა მალე მივსულიყავით, მინდოდა მანქანას კიდევ ევლო, რომ დიდხანს გაგრძელებულიყო მისი ჩახუტება…. მაგრამ ასე არ მოხდა… არ მაცადეს ამით მაინც მიმეღო სიამოვნება, ასე მაინც დამევიწყებინა ყველაფერი…
მომბეზრდა ეს უაზრობა, ამომივიდა ყელში ეს კრეტინული საქციელები. აღარ ვაპირებ არავისთვის არაფრის ახსნას, მაინც ყველას ისე ესმით, როგორც უნდათ. განტვირთვა მჭირდება.. შენ მჭირდები, რომ თავი უკეთ ვიგრძნო…
Tumblr_mkl7ihbf8h1sn4g7ao1_500_large
Tumblr_mhzoe9eg7r1s5uqjfo1_1280_large

mistakes we’ve made…

22 Mar

Tumblr_l9q8cenjnx1qzq8zqo1_500_large
გუშუნ რაღაცაზე დავფიქრდი… რატომ უყვარდებათ და შემდეგ ამას ნანობენ? რატომ აკეთებენ სისულელეებს?
მოკლედ, სამნი ვიყავით, იატაკზე ვიჯექით და ვსაუბრობდით. რომ ვთქვა სამივე გადამკვდარი “დაქალები” ვართ-მეთქი, არა, მაგრამ რატომღაც გულახდილად ვსაუბრობდით, უფრო სწორად კი საუბრობდნენ.
სად გაიცანი? როგორ? როგორი იყო? ახლა როგორია? როგორ აგიხსნა? “დაბრო” ეგრევე მიეცი? მერე? ვერ გაუგეთ ერთმანეთს? მერე? რამდენი ხანი იყავით ერთად? ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ? – და კიდევ ათასი კითხვა დაისვა და ათასი პასუხიც გაიცა.
და აი რას მივხვდი – ორივე მათგანი ჯერ კიდევ ვერ გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში. უყვართ? ისინი ვერ ხვდებიან, მაგრამ სახეზე ეტყობათ, რომ უყვართ.
და დავფიქრდი, რა გვაიძულებს მოვიქცეთ ისე, რომ შემდგომ ეს საქციელები სანანებელი გაგვიხდეს? ისინი ნანობდნენ პატარ-პატარა შეცდომებს, რომლებიც მათ დაუშვეს მაშინ, როდესაც უყვარდათ. ან კი ღირს სანანებლად? სიყვარული ხომ სირცხვილს არ მოიცავს? მაშინ რატომ რცხვენიათ საკუთარი ქცევების? ღიმილიანი სახით იხსენებდნენ “ტკბილ მოგონებებს”, მერე კი სინანულით თავს დააქნევდნენ და იტყოდნენ, რა სულელურად ვიქცეოდიო…
იცით რას მივხვდი? იმას, რომ შეცდომებს ყველა უშვებს და თუ მართლა გიყვარს, რაღაც უაზრო შეცდომის გამო არ დაკარგავ შენთვის ძვირფას ადამიანს. და თუ დაკარგე, მაშინ ეს არა სიყვარული, არამედ უბრალო გატაცება ყოფილა.
Alana_by_daria_zaytseva_by_daria_zaytseva-d5lvk8w_large
მდედრობითი სქესის წარმომადგენლები რთული არსებები ვართ. თითქოს ისეთს არაფერს ვითხოვთ, არადა ყოველთვის ყველაფერი გვინდა. გვინდა პატივს გვცემდნენ, ვუყვარეთ, გვასაჩუქრებდნენ, გვანებივრებდნენ, გვეფერებოდნენ, გვიხუტებდნენ, ლამაზ წუთებს გვჩუქნიდნენ და ა.შ. ფუფუნება ყველა ქალს უყვარს. მერე გამოჩნდება ვინმე და ვიწყებთ ყველაფრის აწონ-დაწონვას (რა თქმა უნდა, ქვეცნობიერად). გვინდა, რომ გვერდით ნამდვილი პრინცები და სრულყოფილების განსახიერებები გვყავდეს, იმას კი არ ვფიქრობთ, ვიმსახურებთ ამას? პრინციპში, რთულია ამ თემაზე საუბარი, როცა გამოცდილება არ გაქვს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა,  გულის ტკენას და სანანებელ საქციელებს ისევ ამ სიტუაციაში ყოფნა მირჩევნია.
ამას წინათ ერთი კარგი მეგობარი თავის სასიყვარულო ისტორიას მიყვებოდა, მერე კი მკითხა – შენ? რას შვები, არავინ გიყვარს, ან მოგწონს, ან რაიმე სიმპატიები არავის მიმართ არ გაგაჩნია? ცოტა გააქტიურდიო. რა მეთქვა? ვუთხარი არავინ მომწონს-მეთქი და გავიღიმე, ამ თემაზე საუბარი არ მინდოდა, მხოლოდ იმიტომ, რომ მუდამ ერთი და იგივეს ლაპარაკი მიწევს და უკვე ამომივიდა ყელში იმის თქმა, რომ მე ნამდვილ სიყვარულს ველოდები. ვუთხარი, მე იმ კატეგორიას არ მივეკუთვნები, მუდამ რომ აქტიურობენ და მომავალ შეყვარებულებს თვითონ ირჩევენ-მეთქი. არ მომეშვა – აბა პრინცს ელოდებიო? ამ კითხვამაც დამაფიქრა. სისულელეა, მაგრამ ბევრი ელოდება თავის თეთრ რაშზე (კარგ მანქანაზე) ამხედრებულ პრინცს (სრულყოფილებას). მეც მათ ვეკუთვნი? ასეა თუ ისე, გამოდის რომ მეც პრინცს ველოდები. ჩემი იდეალები გამაჩნია და ვისურვებდი, სწორედ ისეთი სიყვარული ვიპოვნო, როგორიც მე წარმომიდგენია, მაგრამ არავინ იცის, რას მოიტანს ცხოვნება და ვის შემახვედრებს, ამიტომაც ამაზე ფიქრისგან თავის შეკავება საუკეთესო გამოსავლად მიმაჩნია. ის ორი გოგონაც, ზემოთ რომ ვახსენე, ალბათ ამ იდეალებს ელიან, უფრო სწორად კი ცდილობენ იპოვონ. ეს კარგია, უმოქმედოდ ჯდომას მაინც ხომ ჯობს? მაგრამ მიჩნდება კითხვა, ეს ხომ არ არის ზღაპარი, და არც ჩვენ არ ვართ ნამდვილი პრინცესები, მაშინ რატომ ვითხოვთ არარეალურს, რეალურ სამყაროში? ან კი საერთდ, არსებობენ პრინცები?
Tumblr_mh404iu3hc1qijdr1o1_500_large

missing you…

19 Mar



ეს სიმღერა აქამდეც მომწონდა, მაგრამ ახლა ყოველთვის, როცა ვრთავ ან სადმე გავიგონებ, მაშინვე ღიმილი გადამირბენს ხოლმე ტუჩებზე.
გახსოვს?
არამგონია…
აი, მე კი მახსოვს… : ))
ამ სიმღერაზე პირველად ვიცეკვეთ ერთად.
ნასვამები ვიყავით, უეცრად ეს სიმღერა გაჟღერდა და მეც ხელი დაგავლე და სკამიდან წამოგაგდე.
კარგი იყო…
მენატრება ის დრო…
რა, არ შეიძლება ისე ვიცეკვოთ წყნარ სიმღერაზე?
არ შეიძლება ლამაზ მოგონებად დამრჩეს ეს ნელი ვალსი და ყოველთვის, როცა ამ სიმღერას გავიგებ, გამახსენდეს ის ერთად გატარებული დღეები?
არ შეიძლება ამ უბრალო მოგონების გამო შემიყვარდეს ეს სიმღერა?
როგორ არა! შეიძლება! ყველაფერიც შეიძლება!
მენატრები…
ნეტავ იცოდე როგორ…
ერთმა სულიერმა სრულიად გამომგლიჯა შენი თავი ხელიდან და არც ვამტყუნებ, რა თქმა უნდა, ყველა გოგო ასე მოიქცეოდა,
მაგრამ ცოტა არ იყოს მტკივნეულია, როდესაც ვიცი, მისი ბრალია, ჩვენ რომ უფრო ნაკლებ დროს ვუთმობთ ერთმანეთს, უფრო სწორად, შენ რომ უფრო ნაკლებ დროს მითმობ.
რაღ ვთქვა მეტი?
უბრალოდ კიდევ ერთხელ ჩამერთო ეს სიმღერა და თავი ვეღარ შევიკავე.
მინდოდა გცოდნოდა, უფრო სწორად კი დამეწერა…
მენატრები…
ნეტავ იცოდე როგორ….